ge
  

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შესავალი

www.nationaltrustofgeorgia.org.ge ვებსაიტზე შემოწირულობების გვერდზე შესაბამისი გრაფის მონიშვნით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებზე დათანხმებით ადასტურებთ, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის საკუთარი სურვილით და ამისათვის მას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

გამოყენებული ტერმინები

ორგანიზაცია – ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ფონდი
ს/კ – 404522389
მისამართი – მეფე სოლომონ ბრძენის ქუჩა #33
ტელეფონი – (+995) 555 490917
ელფოსტა – office@nationaltrustgeo.org
ვებგვერდი – www.nationaltrustofgeorgia.org.ge
მომხმარებელი – ნებისმიერი პირი, რომელიც შედის ფონდის ვებგვერდზე შემოწირულობის გასაკეთებლად და იყენებს მას ინფორმაციის ან მომსახურების მისაღებად.
მონაცემთა სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.
პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება.

1. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა

ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ფონდი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მოქმედების სფერო

2.1 წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება ფონდის მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე.
2.2 პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელთა მონაცემებიც მუშავდება კომპანიის მიერ, ასევე მონაცემთა მიმღებებზე და უფლებამოსილ პირებზე, რომლებიც კომპანიის სახელით ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.
2.3 საიტზე შემოწირულობის შემთხვევაში ფონდი დაამუშავებს და დაიმახსოვრებს თქვენს შემდეგ მონაცემებს:
ა. სახელი
ბ. ელ-ფოსტა
გ. მისამართი
დ. ტელეფონი

საბანკო მონაცემები შეჰყავთ მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საიტზე და ფონდი მათ არ ამუშავებს.

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები

3.1 მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
3.1.1 არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
3.1.2 მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
3.1.3 მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია;
3.1.4 მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა თავად მონაცემთა სუბიექტმა;
3.1.5 მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე მომსახურების გასაწევად.

4. მონაცემთა დამუშავების პრინციპები

ა) მონაცემები მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ.
ბ) მონაცემები გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის.
გ) მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.
დ) მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და განახლებული.
ე) ინახება მხოლოდ საჭირო ვადით.
ვ) დაცულია მონაცემების უსაფრთხოება და პრევენცია უნებართვო წვდომისგან.

5. პერსონალური მონაცემთა დამუშავების მიზნები

5.1 მიზანია შემოწირულობების მიღება, გადახდების და თანხის უკან დაბრუნების დამუშავება, ფონდის სიახლეების მიწოდება და ანგარიშების შეთავაზება.

6. პერსონალური მონაცემების კატეგორიები

6.1 საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი, IP მისამართი.
6.2 მონაცემების შეგროვება შესაძლებელია ავტომატური, ნახევრად ავტომატური და არაავტომატური გზით.
6.3 თანხმობა მიიღება ელექტრონულად ვებსაიტზე შესაბამისი გრაფის მონიშვნით.
6.4 ფონდი არ ამუშავებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და საბანკო ინფორმაციას.

7. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

მონაცემები ინახება იქამდე, სანამ მომხმარებელი არ მოითხოვს მათ წაშლას.

8. მონაცემთა შეგროვების წყაროები

ფონდის ვებსაიტი, ფოსტა, ელფოსტა, სოციალური ქსელები, პრეტენზიების დაფიქსირება.

9. პირდაპირი მარკეტინგი

9.1 თანხმობის შემთხვევაში მიიღებთ ფონდის სიახლეებსა და ინფორმაციას.
9.2 თანხმობა ნებადართულია საიტზე შესაბამისი გრაფის მონიშვნით.
9.3 შესაძლებელია თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს სოციალური ქსელებით ან ელფოსტით.

10. მონაცემების გადაცემა მესამე პირებზე

10.1 ფონდი უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას და მესამე პირებს გადასცემს მონაცემებს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
10.2 საბანკო მონაცემები იშვება მხოლოდ პროვაიდერის საიტზე და ფონდი მათ არ ამუშავებს.

11. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია, განახლება, დაბლოკვა ან მონაცემთა წაშლა. ასევე შეუძლია უარის თქმა თანხმობაზე და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა.
უფასოდ შეუძლია მიიღოს საკუთარი მონაცემების ასლი და კანონის დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

12. ინციდენტის მართვა

ინციდენტის აღმოჩენისას ფონდი აღრიცხავს და იტყობინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს 72 საათში, გარდა შემთხვევისა, როდესაც ნაკლებსავარაუდოა მნიშვნელოვანი ზიანი.

13. მონაცემთა უსაფრთხოება

ფონდში მიღებულია ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს.