en
  

ალტერნატუილი გზა

ხადაზე გავლის ნაცვლად (კორიდორი III), არსებობს ორი ალტერნატიული გზა. ერთი ადის ზაქათკარის პლატოზე, შემდეგ კი ხადას ხეობას შორდება და გადადის გვირაბში, რომელიც უშუალოდ ქვემო გუდაურის ქვეშ იწყება (კორიდორი II). ამ გვირაბის გამოსასვლელი დაახლოებით 10 კმ-ში იქნება, იმავე ადგილას, რომელიც შემოთავაზებულ პროექტშია მინიშნებული, კობის სიახლოვეს. ეს მარშრუტი ითვალისწინებს ესოდენ საჭირო ახალ გზას გუდაურის სათხილამურო კურორტის მიმართულებით, მაგრამ უკუგდებულ იქნა ოდნავ უფრო მოკლე ხადას გვირაბის სასარგებლოდ. მეორე ალტერნატიული გზა (კორიდორი I) მიემართება არაგვის ხეობით, გვერდს უვლის დაცული ტერიტორიის კლდეებს, შემდეგ გადადის გეოლოგიური თვალსაზრისით უფრო უსაფრთხო გვირაბში (რადგან დაშორებულია სხვა ორი კოროდორის სიახლოვეს მდებარე ვულკანური კერისგან). 
ამ ხეობაში უკვე არსებული მნიშვნელოვანი ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების მიუხედავად, ეს ალტერნატიული გზაც უარყოფილ იქნა ზვავსაშიში ფერდების გამო. თუმცა ამ საფრთხის არიდება შესაძლებელია საგანგებო დამცავი გადახურვით და მაშინ ეს  იქნებოდა ბევრად უფრო გამართლებული მარშრუტი ხადას ხეობაზე გამავალ გზასთან შედარებით.