en
  

კონკურსი “ჩემი მემკვიდრეობა”

საქართველოს ეროვნული ფონდი აცხადებს კონკურსს “ჩემი მემკვიდრეობა”. კონკურსი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება ყოველწლიურად. კონკურსი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ტექნიკის პოპულარიზაციას საქართველოში.

No photo description available.
ეს კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა საქართველოს ეროვნული ფონდისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით იმ ადამიანების გამოსავლენად, რომელთაც ძალა არ დაიშურეს კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად.

გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ : ეკა პაპამაიკლ, ბექარ მაისურაძე, ქეთევან ტვილდიანი, ხატია მარგველიძე,  ნიკა გუგეშაშვილი, ეკატერინე მუხაძე,  ნონა ოთარაშვილი  და სალომე მათიაშვილი.

ამგვარად, თბილისის გარდა, წარმოდგენილი იყო რაჭის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საგანგებო დამსახურების პრიზები და სიგელები გამარჯვებულებს გადასცა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ჯასთინ მაკკენზ სმიტმა.