en
  

საქართველოს ეროვნული ფონდი ევროპა ნოსტრას ევროპული მემკვიდრეობის კერის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს "ხრამის ხეობის მეგალითების გაცნობა". პროექტი მოიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: სამშვილდის, დაღეთის, წინწყაროსა და ქოსალარის მიმდებარედ არსებული მეგალითური ძეგლების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. 3 თვის განმავლობაში განხორციელდება ადგილობივი მოსახლეობისა და ორგანიზაციის ჩართულობით საველე გასვლები და თემატური შეხვედრები. დაელოდეთ სიახლეებს და თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს.


საქართველოს ეროვნული ფონდის თანამშრომლობა ევროპა ნოსტრასთან დაიწყო 2024 წელს, როდესაც "ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციამ" არხოტში კონკურსის "მოქალაქეების ჩართვისა და ცნობიერების ზრდის" კატეგორიაში მემკვიდრეობის სფეროში ევროპის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - ევროპა ნოსტრას გრან-პრი მოიპოვა.