მემკვიდრეობის პლატფორმა
მემკვიდრეობის პლატფორმა • Heritage Platform გამოწვევებისა და წარმატებული გამოცდილების გაზიარების სივრცეა. ის აერთიანებს კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებს, რათა ხელი შეუწყოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საყოველთაო კეთილდღეობისთვის.
ევროკავშირის მხარდაჭერით 2023 წლის თებერვალში შექმნილი პლატფორმა აქტიურადაა ჩართული როგორც თბილისის ისტორიული ნაწილის, ასევე ქუთაისისა და დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების ადვოკატირების პროცესებში.
პლატფორმა ამჟამად აერთიანებს 13 ორგანიზაციას მთელი საქართველოდან. ის ასევე ღიაა ახალი წევრებისთვის, განსაკუთრებით მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისა თუ საინიციატივო ჯგუფებისათვის, რომელთა ხმა მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მკაფიოდ არ ისმის და რომლებსაც სჭირდებათ დახმარება კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.