en
  

კბოდეს უბნის თაღებიანი სახლი

2017 წლის ოქტომბერში ფონდმა მიიღო უნიკალური მე-18 – მე-19 საუკუნის სახლი ისტორიულ ისანში, მეტეხის ეკლესიის სიახლოვეს, კბოდეს უბანში. საქართველოს მრავალი ძველი ნაგებობის მსგავსად, ეს სამსართულიანი სახლიც დაუყოვნებლივ შველას ითხოვდა. მისი აღდგენა შესაძლებელი გახდა ICOMOS საქართველოს პროფესიონალების ჩართვითა  და შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

მისი რეაბილიტაცია ნელი და თანმიმდევრული პროცესით წარიმართა. საერთაშორისო სტანდარტების დაცვისა და ტრადიციული სამშნებლო მეთოდების გამოყენებით, მივაღწიეთ სანიმუშო რესტავრაციის შედეგს. პროექტის მიმდინარეობისას ეწყობოდა სამუშაო შეხვედრები და სემინრები, სადაც ახალგაზრდა არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და რესტავრატორებისთვის ხდებოდა აღდგენის პროცესის პრაქტიკული სწავლება და სფეროს პოპულარიზება. 

მოხალისეებთან ერთად აიზომა შენობა და მოხდა მისი ისტორიული შრეების იდენტიფიცირება, გამოჩნდა უნიკალური, კედელში ჩაშენებული სპარსული სტილის ბუხარი, მომზადდა შესაბამისი კირის დუღაბი, რის მეშვერობითაც საძირკვლის აგურის კედელი აღდგა შესაბამისი მასალების გამოყენებით. 

ეს აღდგენა-რესტავრაციის პროცესი იმის ნიმუშად უნდა იქცეს მოქალაქეებისთვის, თუ როგორ შეიძლება შენობის გადარჩენა შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში, ეფექტურად და მისი ისტორიულ-მხატვრული ღირებულების შენარჩუნებით. 

სახლი საკმარისად დიდი აღმოჩნდა იმისთვის, რომ  იქცეს ICOMOS საქართველოსა და საქართველოს ეროვნულინ ფონდის ოფისად. დიდი ოთახები და ეზო ღონისძიებებისთვის შესაფერისი და უნკალური სივრცეა, ხოლო მანსარდის სართულზე განთავსებულია აპარტამენტი ხელოვნების რეზიდენციისთვის.

სამუშაო დღეებში შეგიძლიათ გვეწვიოთ და გაიგოთ უფრო მეტი ინფორმაცია რესტავრაციის პროცესისა და ჩვენი საქმიანობის შესახებ.