en
  

2018 წლის ოქტომბრის აღმოჩენა

ზაფხულში ლელა ნინოშვილს ვთხოვეთ სახლის შპალერის ქვედა ფენები გამოეძია. მან საოცარი აღმოჩენა გააკეთა, ისევე როგორც თბილისის სხვა სახლებში. შპალერის ორი ფენის ქვეშ, მთელი ოთახი ხელით მოხატული კედლებით აღმოჩნდა დაფარული. საინტერესოა, საქართველოს რამდენი სახლი ინახავს ასეთ საგანძურს თანამედროვე შპალერების ქვეშ.

კონსულტანტების ვიზიტი, 2018 წლის ივლისი

საქართველოს ეროვნული ფონდის სათაო ოფისში სამუშაოები დაიწყო. 2018 წლის ივლისში გვესტუმრნენ კონსულტანტები. არქიტექტორი დონალდ ჰენკი, ICOMOS UK-ს ყოფილი თავჯდომარე, და სტრუქტურული ინჟინერი კევინ ჰალავეი. მთ 10 დღე დაჰყვეს ჩვენთან და ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები ჩაატარეს. ასევე, შეიქმნა გეგმები სახლთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.

რესტავრაცია დაიწყო, 2019

თბილისის მერიამ ჩვენი სარესტავრაციო გეგმები დაადასტურა. შენობის რესტავრაცია დაწყებულია.

2022 წლის გახსნა

ჩვენი რესტავრირებული სათაო ოფისის ოფიციალური გახსნა 2021 წლის 9 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში და ნორგვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სათაო ოფისის სივრცის ნაწილი ICOMOS Georgia-ს დაეთმობა, სწორედ მათი გუნდი ხელმძვანელობდა ჩვენი შენობის რესტავრაციას.  ICOMOS Georgia სამომავლოდ ეროვნული მემკვიდრეობების გადარჩენის საკითხების მთავარი საინფორმაციო ცენტრი გახდება საქართველოში.

მოინახულეთ ჩვენი შენობა და ეწვიეთ ჩვენს გვერდს მეტი ინფორმაციისთვის.