არქეოლოგი, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი, გის (გეოინფორმაციული სისტემების) სპეციალისტი, სერტიფიცირებული საფეხმავლო გამყოლი და სერტიფიცირებული ექსტრემალური სპელეო გამყოლი.
ბაკალავრიატი დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს, ძირითადი მიმართულება ტურიზმის მენეჯმენტი, მეორადი არქეოლოგია. სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტში და 2014 წელს აიღო მაგისტრის ხარისხი არქეოლოგიაში. 2014-2023 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურში. ამ წლებში ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან რიკსანტიკვარენთან თანამშრომლობით, მონაწილეობდა კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზისა და საჯარო პორტალის შექმნაში (https://memkvidreoba.gov.ge/).
იგი არის თანაავტორი „კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემისა და გის პორტალის გზამკვლევი“-ს. 2009 წლიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით არაერთი არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი. 2015 წლიდან 2023 წლამდე კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით საინვენტარიზაციო სამუშაოების ჯგუფის წევრი, თანახელმძღვანელი და ხელმძღვანელი. მონაწილეობა აქვს მიღებული კულტურული მემკვიდრეობის პროექტებში, როგორიცაა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შემუშავება, ზოგადი დამცავი ზონების პროექტების მომზადება, ზოგადი სამოქმედო გეგმების შედგენა, გენერალური გეგმების მომზადება და ა.შ.
გიორგი არის თანაავტორი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმის „სამშვილდის კანიონის საიდუმლოება“. სამეცნიერო დოკუმენტური ფილმის „მოლაპარაკე ქვების“ სამუშაო ჯგუფის წევრი.
2023 წელს როგორც მოხალისე, მონაწილეობდა პირიქითა ხევსურეთში, არხოტში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროცესში. 2024 წლის სექტემბრის თვიდან არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული ფონდის თანათავმჯდომარედ.
სალომე ჯაში [1981 წ. თბილისი] დოკუმენტური კინოს რეჟისორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ჟურნალისტიკის განხრით, ხოლო მაგისტრის ხარისხი დოკუმენტური ფილმების რეჟისურაში Royal Holloway ლონდონის უნივერსიტეტის მედია ხელოვნების ფაკულტეტზე მიიღო.
სალომე ჯაშის ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმის “მოთვინიერება” [Taming the Garden, 2021] ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალსა და ბერლინალეს ფორუმის განყოფილებაში შედგა. სალომე ჯაშის წინა სრულმეტრაჟიან ფილმს “დაისი მიზიდულობა” [The Dazzling Light of Sunset, 2016] მიღებული აქვს მთავარი პრიზი დებიუტისთვის დოკუმეტური კინოს წამყვან ფესტივალზე შვეიცარიაში Visions du Réel, მისი ნამუშევარი “ბახმარო” [Bakhmaro, 2011] ნომინირებული იყო აზია-წყნარი ოკეანის კინოაკადემიის ჯილდოზე.
არის დოკუმენტური კინოს ასოციაციის - DOCA Georgia თანადამფუძნებელი და და თავმჯდომარე. 2020 წელს სალომე ჯაში DAAD Artist-in-Berlin პროგრამის, ხოლო 2017 წელს ნიპკოვის პროგრამის სტიპენდიანტი იყო. მიღებული აქვს ბერლინის ხელოვნების პრიზი და კარიერული სახლოვნებო პრიზი KAIROS. მუშაობს როგორც მიწვეული კონსულტანტი სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგზე.
თამარ თენეიშვილმა, ქართველმა, დაბადებულმა 1961 წელს, განათლებით არქეოლოგმა,
თავისი პროფესიული კარიერის პირველი 15 წელი მიუძღვნა აკადემიურ კვლევებს,
გათხრებს ყოფილი სსრ-ის სხვადასხვა კუთხეში და დისერტაციის მომზადებას.
ინტერესის ძირითადი მიმართულებებია პრეისტორიის ადრეული საზოგადოებები
(სპილენძისა და ბრინჯაოს ხანა).
აკადემიური კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიური
მისიებისა და კვლევითი დეპარტამენტების საერთაშორისო ურთიერთობებს. 1999 წელს
შეუერთდა იუნესკოს კულტურის სექტორს, სადაც 16 წლის განმავლობაში მუშაობდა
კულტურის პროგრამების განხორციელებაზე 4 ოფისში: კამბოჯაში, ლიბანში, ერაყსა და
ეგვიპტეში. გარდა ჩვეულებრივი კულტურის სპეციალისტის მუშაობისა, რომელიც
ძირითადად ეხება იუნესკოს კულტურის 7 კონვენციის განხორციელებას, მათ
ხელშეწყობას, განვითარებას და შესაძლებლობების განვითარებას, მონაწილეობდა
ზიანის შეფასების მისიებში, მათ შორის ინტენსიური სახსრების მოძიებაში.
მას შემდეგ, რაც მან დატოვა იუნესკო, მეგობრებისა და მოკავშირეების ჯგუფთან ერთად,
მონაწილეობა მიიღო მემკვიდრეობითი ორგანიზაცია National Trust of Georgia-ს
დაარსებაში, რომელიც შთაგონებულია ბრიტანეთის ეროვნული ტრასტის მოდელით.
ამჟამად კოორდინაციას უწევს ორ ვრცელ პროგრამას ICCROM ATHAR Sharjah-თან და
იუნესკოს საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტთან უზბეკეთის მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლ ქალაქებისთვის.