en
  

გამოფენები

ხრამის ხეობის მეგალითების გაცნობა

პროექტი ხრამის ხეობის მეგალითების გაცნობა, გამოფენით ოფიციალურად დასრულდა. პროექტის მონაწილეებთან ერთად 6 აპრილს თბილისის ღია ეთნოგრაფიული მუზეუმი მოვინახულეთ და ქართული საცხოვრებლების სხვადასხვა ტიპი დავათვალიერეთ. მუზეუმიდან თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გადმოსახედს, მეტეხის ეკლესიის ტერასას ვესტუმრეთ, ისტორიული თბილისის პანორამული ხედით დავტკბით და ფონდის ეზოში გამოფენის ოფიციალურ ნაწილი დავიწყეთ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მონაწილეების მიერ შექმნილი მეგალითური სტრუქტურების არქიტექტურული მაკეტები, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი ოთხენოვანი ბუკლეტი, რომელიც ასევე ხრამის ხეობის მეგალითების ტურისტული გზამკვლევიცაა. გამოფენაზე დამატებით ვუჩვენებდით დოკუმენტურ ფილმს "ხრამის კანიონის საიდუმლოებანი", ასევე სახელოვნებო კომპონენტისთვის, წარმოვადგინეთ ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის სტუდენტების არტისტულად დანახული მეგალითური ძეგლების ფოტოები. საქართველოს ეროვნული ფონდი ახორციელებს პროექტს - ხრამის ხეობის მეგალითების გაცნობა - ევროპული მემკვიდრეობის კერის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ევროპა ნოსტრა. თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.