en
  

სემინარები

ისტორიული შენობების სტრუქტურული ანალიზი და კონსერვაცია

სემინარი განკუთვნილია არქიტექტურის რესტავრაციის, არქიტექტურის, სამშენებლო ინჟინერიისა და სტრუქტურული ინჟინერიის ბაკალავრის საფეხურის მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ისევე როგორც აღნიშნული დარგების დამწყები პროფესიონალებისთვის. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი. რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგ ელ. ფოსტაზე - info@icomos.org.ge გამოგვიგზავნოთ: - თქვენი CV; - მოკლე სამოტივაციო წერილი; - ცნობა უნივერსიტეტიდან ან დამსაქმებლისგან. ინფორმაცია კურსთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე - https://drive.google.com/.../1jcbgLu-2uG4.../view... დეტალურ პროგრამას და დამატებით ინფორმაციას სემინარის შესახებ თანდათან გაგიზიარებთ. თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს! პროექტი ხორციელდება ICOMOS საქართველოს მიერ საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ამერიკის საელჩოს კულტურული მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში.