en
  

სემინარები

თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება და გამოყენება

2022 წელს საერთაშორისო International Council on Monuments and Sites (ICOMOS)-მა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეარჩია თემა: „მემკვიდრეობა და კლიმატი“, რომელიც ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედებაში. ICOMOS საქართველომ კი 18 აპრილის თემის შესაბამისად ჩაატარა პრაქტიკული სემინარი. ვორკშოფში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, ახალგაზრდა სპეციალისტებმა და მშენებელ – კალატოზებმა. ორ-დღიანი სერტიფიცირებული პრაქტიკული ვორკშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თბილისური დუღაბის და ტრადიციული კირის დუღაბის კვლევის შედეგებს, მომზადების ტექნოლოგიას და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებში.