en
  

ლექციები

ICOMOS საქართველოს საჯარო დისკუსია – კულტურული ლანდშაფტები და საქართველო

შეხვედრა გაიმართა 2022 წლის 20 მაისს 16:00 საათზე მემკვიდრეობის რესურსების ცენტრის ყვითელ დარბაზში. – რა არის კულტურული ლანდშაფტი? – როგორ ხდება კულტურული ლანდშაფტის განსაზღვრა? – რა სპეციფიკა აქვს კულტურულ ლანდშაფტს საქართველოში? – რას ნიშნავს კულტურული ლანდშაფტის კონსერვაცია და რა ინსტრუმენტები არსებობს ამისთვის? ღონისძიებას დაესწრნენ კულტურული მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტები და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ პირები და ისაუბრეს ამ და კულტურულ ლადშაფტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. მომხსენებელი – ლუიზა დე მარკო, ICOMOS-ის მსოფლიო მემკვიდრეობის მრჩეველი. პანელის მონაწილეები: მარინე მიზანდარი, საქართველოს ეროვნული ფონდის თანათავმჯდომარე; მანანა სურამელაშვილი, ჩუბინაშვილის კვლევის ცენტრი, ICOMOS საქართველოს სამეცნიერო საბჭო; ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ჩუბინაშვილის კვლევის ცენტრი, ICOMOS საქართველოს სამეცნიერო საბჭო; მოდერატორი: ნატო ცინცაბაძე, ICOMOS საქართველოს თავმჯდომარე