ღია ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიული შენობის შენარჩუნებისთვის
- 11 იანვარი, 2025
11 იანვრის ,,ღია ეთერი" საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიული შენობის არქიტექტურას, მის გადარჩენასა და სოციალურ მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო.
ამავე დღეს ,,საქართველოს ეროვნული ფონდის" წარმომადგენელმა სალომე ტაბატაძემ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია იწყებს პირველი ტელევიზიის, პირველი შენობის შენარჩუნების კამპანიას:
,,ეთერი ხალხს - შენობა ქალაქს!"
შეხვედრას მოდერაციას უწევდა არქიტექტორი - ნატალია ნებიერიძე.
ნანო ზაზანაშვილმა ისაუბრა საჯარო რესურსების განკარგვის და ქალაქის ცენტრალური უბნებიდან საჯარო შენობების განდევნის ტენდენციებზე. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გასხვისებით მოსალოდნელ ურბანულ საფრთხეებზე.
თათია ღვინერია შეეხო ტელეცენტრის შენობის ისტორიას, მის არქიტექტურულ თუ სტილისტურ მახასიათებლებს. ისაუბრა შენობის როლზე ისტორიულ კონტექსტში და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე.
სალომე ტაბატაძემ საზოგადოებას გააცნო ტელეცენტრის შენობის გადარჩენის ინიციატივა, რომელიც ,,საქართველოს ეროვნული ფონდის", მემკვიდრეობის პლატფორმის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, თუ ინდივიდების საერთო ძალისხმევით იგეგმება.