ქალი და მემკვიდრეობა - ფოტოგამოფენა და დისკუსია ლუქსემბურგში
- 05 თებერვალი, 2025
მარინე მიზანდარი - საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარე, როგორც საპატიო წევრი და პანელური დისკუსიის მონაწილე ლუქსემბურგში იყო მიწვეული.
5 თებერვალს ნეიმენსტერის კულტურის ცენტრში საერთაშორისო ფონდის - ალიფის - ინიციატივით მოეწყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით - ,,ქალთა პორტრეტები - ქვებს მიღმა“. ქალთა სახეები გამოფენიდან, სწორედ, ალიფის მიერ მხარდაჭერილი პროექტების შემსრულებლები არიან. ფოტოპროექტი ემსახურებოდა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ქალთა როლის მეტად წარმოჩენასა და მათი საქმიანობის ხაზგასმას.
პერსონაჟთა შორის წამოდგენილები იყვნენ მარინე მიზანდარი და საქართველოს ეროვნული ფონდის თანამშრომელი ქალები, რომელთა სახეები აღბეჭდა ფოტოხელოვანმა - დარო სულაკაურმა. გამოფენა გახსნეს ლუქსემბურგის კულტურისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა. პანელური დისკუსიის ფარგლებში მარინე მიზანდარმა ისაუბრა 2021-2023 წლებში ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის გამოცდილებაზე.
შეგახსენებთ, რომ ალიფის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებულია ,,ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის“ პროექტი, რომლის განხორციელების საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულმა ფონდმა, ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციამ (International National Trusts Organisation, დიდი ბრიტანეთი), რამპარმა (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკმა (Ducal Tower in Siedlecin პოლონეთი).
ფოტოგამოფენის გახსნას წინ უძღოდა ლუქსემბურგის კულტურის მინისტრთან - ერიკ ტილთან შეხვედრა და ლუქსემბურგის ეროვნული მუზეუმის დათვალიერება. საერთაშორისო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც იყო მარინე მიზანდარი, მასპინძლობდა ლუქსემბურგში იუნესკოს კომისიის თავმჯდომარე - სიმონ ბეკი.