ლექციები
ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული მრავალფეროვნება
19 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ფონდმა უმასპინძლა ნინო ბაგრატიონის საჯარო ლექციას: „ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული მრავალფეროვნება“, რომელმაც ფართო აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ნინო ბაგრატიონი არქიტექტორია, იგი 90-ანი წლებიდან მონაწილეობს ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობის კვლევაში, საკუთარი ხელით აქვს აზომილი, აღწერილი და შესწავლილი არაერთი ძეგლი... ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ტაო-კლარჯეთზე ვებგვერდების შექმნაში. ნინომ შემოგვთავაზა ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ მიმოხილვა; მოგვიყვა ლანდშაფტზე, იქ შემორჩენილ არქიტექტურულ თუ საინჟინრო ნაგებობებზე, როგორიცაა სახლები, ხიდები, აბანო თუ ციხეები... განსხვავებული ტიპოლოგიის ეკლესიები, მონასტრები.... გაგვაცნო ამ ძეგლთა დღევანდელ მდგომარეობა.