en
  

თამთა მელაშვილი

მწერალი

თამთა მელაშვილი (დ. 1979) — ქართველი მწერალი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. 2009 წელს გახდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს სტიპენდიატი. 2012 წლიდან მოწვეული ლექტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

წერდა ბავშვობიდან. მისი დებიუტი ლიტერატურულ ვებ-პორტალზე მოთხრობის „ერთი და ორი“ გამოქვეყნებით შედგა, რომელიც 2006 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ანთოლოგიაში „15 საუკეთესო მოთხრობა“ შეიტანა. 2009 წლის ამავე ანთოლოგიაში შევიდა მწერლის მორიგი მოთხრობა „სხვა ფერი“, რომელიც 2008 წელს გამომცემლობა სიესტამ კრებულის ფარგლებში გამოაქვეყნა.

2011 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი „გათვლა“, რომლისთვისაც მოიპოვა ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის. ასევე რომანს 2013 წელს მიენიჭა ფრანკფურტის გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის პრემია. 2015 წელს გამოქვეყნდა მისი მომდევნო რომანი „აღმოსავლეთით“. მწერლის მესამე რომანია „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელსაც მიენიჭა საბა საუკეთესო რომანისთვის.

თამთა შეირჩა ქართველი მწერლების კონკურსში ხეოვნების რეზიდენცია „თუთა“-ს ფარგლებში და დაწერა მოთხრობა „მსხლები“, სადაც გვიყვება ბებიის შესახებ რომელმაც შიმშილობა ორჯერ გამოიარა, ჯერ 1930-იან, შემდეგ 1990-იან წლებში. შიმშილობის დროსაც, როცა ხალხს ჩვეულებრივი საჭმელიც კი არ ჰქონდა, ბებიას შეეძლო შვილიშვილებისთვის ძალიან ძველი მსხლის ხის ნაყოფით დელიკატესი მოემზადებინა.